Login

Register

Login

Register

 
8 მაისს MONUMENT წარმოგიდგენთ მსოფლიო ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან არტისტს STEPHAN BODZIN.
STEPHAN BODZIN წლების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს გავლენას ახდენდა ელეტქრონული მუსიკის სცენის ჩამოყალიბებაში, მის კოლაბორაციებს Oliver Huntemann-თან და Marc Romboy-სთან ელექტრონულ მუსიკაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის საუკუნის კოლაბორაციებადაც კი მოიხსენიებენ.
“ჩემი რელიზებითა და კოლაბორაციებით შევძელი ჩემი იდეების განხორციელება და განვავითარე ჩემი სტილი” – განმარტავს არტისტი. მან ეს 2007 წლის ალბომით “Liebe ist…”-ით ნამდვილად დაამტკიცა. მისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა კარგად ჩანს 2014 წლის ტრეკში “Sungam”, რომელიც Resident Advisor-ის ჩარტებში დიდი ხნის მანძილზე მოწინავე პოზიციებს იკავებდა.
STEPHAN BODZIN-ის ცნობადობას და კარიერულ წინსვლას ხელი საკუთარი ლეიბლის “Herzblut”-ის შექმნამაც შეუწყო, როცა მის ლეიბლთან თანამშრომლობა ისეთმა არტისტებმა დაიწყეს, როგორიცაა Max Cooper, Dominik Eulberg და Pig&Dan. საკლუბო ღამეებზე STEPHAN BODZIN არის დიჯეი, რომელიც საცეკვაო სცენისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და შეხედულებებს პროფესიონალურად უმკლავდება, იგი ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი, სწორედ ამირტომ, იგი სისტემატიურად არის პლანეტის ყველაზე მასშტაბური ფესტივალების ჰედლაინერი. STEPHAN BODZIN-თან ერთად ქართველი მსმენელის წინაშე ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი NICOLAS MASSEYEFF დაუკრავს.
ღონისძიებაზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18
გთხოვთ ღონისძიების ტერიტორიის შესასვლელში წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
სტუდენტური ბილეთით ლოკაციაზე შესვლისთვის, გთხოვთ წარადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა (პირადობის მოწმობა წარწერა “სტუდენტი”-თ, სტუდენტური ბარათი და ა.შ)

ბილეთები

Tickets are no longer available.